ხელებს თხილის გული უჭირავთ ტომრის თავზე ხელებს თხილის გული უჭირავთ ტომრის თავზე — მობილური ვერსია

თხილის გული
თქვენი
წარმოებისთვის

ნედლეულს ვყიდულობთ ფერმერებისგან მთელი საქართველოდან, ვაშრობთ, ვაკალიბრებთ და ვახარისხებთ საკუთარ ხაზზე.

5 ტონიდან

მინიმალური შეკვეთა

ვთანამშრომლობთ საკონდიტრო საწარმოებთან, დაფასოების კომპანიებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და ტრეიდერებთან.

სამეგრელოს თხილის ბაღები მთების ფონზე

Prime Nuts სამეგრელოშია — თხილის მოყვანის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში

ნედლეულს პირდაპირ მეურნეობებისგან ვყიდულობთ და გადამუშავების სრულ ციკლს საკუთარ საწარმოო ხაზზე ვახორციელებთ — ნედლეულის მიღებიდან და მომზადებიდან დახარისხებამდე და შეფუთვამდე.

პირდაპირი მიწოდება

თხილს ფერმერებისგან ვყიდულობთ, შუამავლების გარეშე. ყოველ პარტიას მიღებისას ვამოწმებთ.

თხილი იყრება ხის ყუთიდან

სრული ციკლი

ვაშრობთ, ვაკალიბრებთ, ვტეხავთ და ვახარისხებთ საკუთარ ხაზზე — ყველა ეტაპს ჩვენ ვაკონტროლებთ.

ორმაგი კონტროლი

ჯერ ოპტიკური სორტერი, შემდეგ ხელით გადარჩევა — ასე ვიჭერთ იმას, რაც მანქანამ გამოტოვა.

პროდუქცია

ნატურალური თხილის გული

უნაჭუჭო, მოუხალავი, თხელი ყავისფერი კანით. მზა ნედლეული საკონდიტრო და კვების წარმოებისთვის.

9–11 მმ კალიბრის თხილის გულის გროვა 9–11 მმ

წვრილი

დასაფქვავად, პასტებისა და შიგთავსებისთვის, სადაც გულის ზომა მთავარი არ არის.

11–13 მმ კალიბრის თხილის გულის გროვა 11–13 მმ

საშუალო

უნივერსალური ვარიანტი საკონდიტრო ნაწარმის, ცომეულის და შოკოლადის მასებისთვის.

13–15 მმ კალიბრის თხილის გულის გროვა 13–15 მმ

მსხვილი

მთლიანი გულისთვის: შოკოლადის ფილები, კანფეტები, დეკორი და სნეკების დაფასოება.

პროცესი

სრული ციკლი — ფერმიდან გადაზიდვამდე

ვაკონტროლებთ ნედლეულს და თანმიმდევრულად გავდივართ გადამუშავების ყველა ეტაპს. კონტროლის მთავარი ეტაპებია ოპტიკური დახარისხება და ხელით გადარჩევა.

  1. ფერმერის ხელებს მოკრეფილი თხილი უჭირავთ ტომრის თავზე

    01

    ნედლეულის მიღება

    თხილს ვყიდულობთ მთელი საქართველოდან და პარტიას გადახდამდე ვამოწმებთ.

  2. 02

    შრობა

    ნედლეულს ტენიანობის სტანდარტამდე ვაშრობთ შემდგომ გადამუშავებამდე.

  3. თხილი მოძრაობს საკალიბრო მანქანაზე

    03

    კალიბრაცია

    ნედლეულს ზომის მიხედვით ვყოფთ საკალიბრო მანქანაზე: 9–⁠11, 11–⁠13 და 13–⁠15 მმ.

  4. 04

    ნაჭუჭის მტვრევა

    ნაჭუჭს ვტეხავთ კალიბრზე მორგებული დანადგარით, რომ გული არ დაზიანდეს.

  5. თხილის გულის ხელით გადარჩევა ლენტაზე

    05

    ორმაგი კონტროლი

    ჯერ მანქანა აშორებს წუნს და ნარჩენებს, შემდეგ პარტიას ხელით ვარჩევთ.

  6. 06

    შეფუთვა

    მზა გულს ვფუთავთ 50 კგ-იან პოლიპროპილენის ტომრებში და ვალაგებთ პალეტებზე.

  7. თხილის გულის ტომრები გადაზიდვისთვის მზადდება

    07

    გადაზიდვა

    პარტიას ვაკომპლექტებთ კონტეინერით ან მანქანით გადასაზიდად და ვგზავნით.

პირობები

ვმუშაობთ საბითუმოდ

ვაწვდით დიდ პარტიებს, ძირითადად კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით.

მინიმალური შეკვეთა

5 ტონიდან

კონტეინერი ან ფურა

შეფუთვა

50 კგ

პოლიპროპილენის ტომრები

საპროექტო სიმძლავრე

100 ტონამდე

გადამუშავების მოცულობა თვეში

  • წარმოშობის სერტიფიკატი
  • ფიტოსანიტარული სერტიფიკატი
  • HACCP
  • ISO

დოკუმენტები და პარტიის მოთხოვნები თანხმდება მიწოდების მიმართულებისა და მყიდველის საჭიროებების მიხედვით.

კონტაქტი

განვიხილოთ თქვენი შეკვეთა

გვითხარით, რომელი კალიბრი და რა მოცულობა გჭირდებათ. დავაზუსტებთ მიწოდების ვარიანტებს, ლოგისტიკას და მოვამზადებთ გათვლას თქვენი მოთხოვნისთვის.

თხილის ბაღი მზის ჩასვლისას

ტელეფონი

+995 595 953 32 30

მისამართი

საქართველო, ზუგდიდი,
შოთა ხუბულავას ქ.

Made on
Tilda